17 ნოემბერი 2024,   05:48
ვრცლად
"გაცნობიერებული მაქვს ის მძიმე ჯვარი, რომელიც მაღალმა ღმერთმა მომანიჭა ამ ტაძარში" - 41 წელი პატრიარქის აღსაყდრებიდან

საქართველოს ეკლესია დღეს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების აღნიშნავს. ზუსტად 41 წლის წინ, 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ილია მეორეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქად აღსაყდრება მოხდა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ლიტურგია აღესრულება. წმინდა სინოდის წევრები სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ, სადაც დღეს საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.

ტაძარში მივიდა და წირვას დაესწრო საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ასევე არჩეული პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. მამუკა ბახტაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრების დღე მიულოცა და მის ღვაწლზე ისაუბრა.

„მინდა ყველა მართლმადიდებელს მივულოცო. დღეს შესრულდა 41 წელი საქართველოს პატრიარქის აღსაყდრებიდან. ამ პერიოდის განმავლობაში აშენდა, რესტავრაცია ჩაუტარდა და აღდგა ძალიან ბევრი მონასტერი და ეკლესია და მართლაც, უპრეცედენტო აღმშენებლობის ხანა არის ეს საქართველოს ისტორიაში. საქართველოს პატრიარქის მოწოდება სამშობლოს სიყვარულზე, შემწყნარებლობაზე, შრომისმოყვარეობაზე, განათლებისკენ სწრაფვაზე არის სწორედ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს საქართველოს. მე მინდა დიდი მოწიწებით მას უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ ღვაწლისთვის, რაც მან შეიტანა და შეაქვს ქართული სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბების საქმეში,“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პატრიარქმა 41 წლის წინ, აღსაყდრების დღეს წარმოთქვა, რომ „მე გაცნობიერებული მაქვს ის მძიმე ჯვარი, რომელიც მაღალმა ღმერთმა მომანიჭა ამ ტაძარში.“

დღის ამბები