17 ნოემბერი 2024,   05:56
ვრცლად
ღორის გრიპით გარდაცვალების მეორე შემთხვევა - ვირუსს ორსული ქალი ემსხვერპლა

ღორის გრიპით გარდაცვალების მეორე შემთხვევა ქვეყანაში - ვირუსის H1N1-ის შტამით ქუთაისში ორსული ქალი გარდაიცვალა. ექიმის ჩარევა დაგვიანებული აღმოჩნდა.

ექიმებმა ჩვილის გადარჩენა საკეისრო კვეთით მოახერხეს, თუმცა დედის დახმარება ვეღარ შეძლეს.

დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ანესთეზია რეანიმაციის სამსახურის უფროსის, მამუკა ნემსიწვერიძის თქმით, 30 წლის ქალბატონმა კლინიკას 14 დეკემბერს მიმართა. ის 38 კვირის ორსული იყო.  

ექიმის თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა ცხელება სუნთქვის უკმარისობა, ხველა. საავადმყოფოში შესვლიდან 24 საათში ჩაუტარდა საკეისრო კვეთა, თუმცა, მისი მდგომარეობა მძიმე იყო და დაავადება გაგრძელდა აგრესიულად.

ექიმის განმარტებით, პაციენტი იმყოფებოდა რეანიმაციაში მართვით სუნთქვაზე. ჩაუტარდა ვირუსული და ბაქტერიოლოგიური კვლევები.

24 დეკემბერს ავადმყოფი გარდაიცვალა გრიპი A H1 ტიპის ვირუსით, ორმხრივი ვირუსული და ბაქტერიული პნევმონიით, ფილტვების შეშუპებით, სეფსისის მძიმე ფორმით, სეპტიური შოკი და პოლიორგანული უკმარისობა.

„მდგომარეობა მთელი მკურნალობის განმავლობაში რჩებოდა უაღრესად მძიმე. დადგენილი იყო ვირუსული ორმხრივი პლევმონია, რესპირატორული დისტრეს სინდრომი, სეფსისი მძიმე ფორმის, სეპტიური შოკი და უტარდებოდა მძლავრი შესაბამისი მკურნალობა. მაგრამ მიუხედავად ჩატარებული ღონისძიებებისა, შედეგი ვერ იქნა მიღებული, ბავშვი კარგად არის,“ - განაცხადა ექიმმა.

დღის ამბები