საშიში ვირუსი H1N1 სულ უფრო სწრაფი ტემპით ვრცელდება. ე.წ. ღორის გრიპის გამო სასწრაფოები გამოძახებებს ვერ აუდიან.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ამბობს, რომ ვირუსით დაავადებულთა რიცხვი იზრდება. ჩხაიძის თქმით, ბოლო ერთ თვეში 35 შემთხვევა დაფიქსირდა.
„მრუდი ზრდადია, თუ პირველი კვირის განმავლობაში, ჩვენ ნოემბრის ბოლოს დავიწყეთ ამ ინფორმაციის შეგროვება, 4 შემთხვევა დაგვიდასტურდა, შემდეგ კვირას, 49-ე კვირას უკვე 6 იყო, 50-ე კვირას 9 შემთხვევა და 51-ე კვირას 16 შემთხვევა არის ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპის, ეს ნიშნავს, რომ მრუდი აღმავალია, შემთხვევების მატება სახეზეა,“ - ამბობს ივანე ჩხაიძე.
ექიმმა გრიპის ვირუსისთვის დამახასიათებელ სიმპტომებზეც ისაუბრა.
„გრიპისთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, გაციებისთვის 37.5-38-ის ფარგლებში. მეორე მაჩვენებელი არის ძლიერი სისუსტე, ზოგადი სისუსტე, საკვებზე უარის თქმა, უხასიათობა, უმადობა, რაც ახასიათებს ძირითადად გრიპს და არა რესპირაციულ ინფექციებს, სხვა ტიპის ვირუსებით გამოწვეულს. შემდეგი ნიშანი არის ძლიერი თავის ტკივილი, თვალების ტკივილი, სხეულის,“ - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ე.წ. ღორის გრიპით გარდაცვალების მეორე შემთხვევა ქუთაისში დაფიქსირდა, რასაც ორსული ქალის სიცოცხლე ემსხვეპლა.