17 ნოემბერი 2024,   05:37
ვრცლად
"მოვიდა სამი კაცი, ნარკოტიკები უნდოდათ, დაიწყეს სროლა" - გაჩიანში დაკავებული თანასოფლელების გათავისუფლებას ითხოვენ

გაჩიანის მცხოვრებლები, გუშინ სასაფლაოზე მომხდარი სროლისა და დაპირისპირების დროს დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ. 

საქმე ეხება სავარაუდოდ ნარკორეალიზატორებსა და მყიდველებს შორის მომხდარ დაპირისპირებას, რა დროსაც სამი პირი დაიჭრა. 

პოლიციამ ორი მამაკაცი დააკავა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ნარკოტიკის გაყიდვასა და სროლასთან დაკავებულებს კავშირი არ აქვთ, ამიტომ სამართალდამცველებმა ისინი უნდა გაათავისუფლოს. 

მათი თქმით, დაკავებულები არაფერ შუაში არ არიან, რადგან ისინი სასაფლაოს ნარკორეალიზატორებისგან ​ ცდილობდნენ. 

„საღამოს  9 საათზე ჩვენი ბიჭები იცავდნენ სასაფლაოს. მოვიდა სამი კაცი. ჩვენ ვკითხეთ რატომ მოვიდნენ. გვიპასუხეს, რომ ნარკოტიკები უნდა აეღოთ. ჩვენ ვუთხარით რომ არ შეიძლება. შემდეგ კამათი დაიწყო ჩვენს შორის. მათ კი ცეცხლი გახსნეს. ორი ადამიანი დაჭრეს. შემდეგ მოვიდა პოლიცია და ჩვენი ბიჭები დააპატიმრა. ორი საავადმყოფოშია, ორი პოლიციაში. უნდათ რომ ოთხივეს პატიმრობა მიუსაჯონ. მოვითხოვთ რომ ისინი გაათავისუფლონ,“-განაცხადა ელვინ ისმაილოვმა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ადგილზე ნარკობაზრობაა მოწყობილი. სქემა კი რომლითაც ნარკორეალიზატორები მოქმედებენ მარტივია. ისინი კონკრეტული საფლავების კედლებთან თხრიან ორმოებს, შემდეგ შიგ დებენ ნარკოტიკს, უღებენ ფოტოს და უგზავნიან მყიდველს. მომხმარებელი სწორედ ფოტო სურათით პოულობს მონიშნულ ადგილს. ადგილობრივები ამბობენ, ხშირ შემთხვევაში მომხმარებლები ადგილზე იკეთებენ ნარკოტიკებს და ნემსებს იქვე ყრიან.

გაჩიანში ამბობენ იმასაც, რომ ნარკობაზრობაზე მაღალჩინოსნები დადიან. 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები