17 ნოემბერი 2024,   05:28
ვრცლად
"მიმაჩნია, ანა დოლიძე, თავისი განცხადებებით, ახდენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაციას" - სერგო მეთოფიშვილი

„მიმაჩნია, რომ ანა დოლიძე, თავისი განცხადებებით, მუდმივად პრაქტიკულად ახდენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაციას,“ - ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, სერგო მეთოფიშვილმა, ანა დოლიძის შესახებ გააკეთა.

სერგო მეთოფიშვილის თქმით, მას აქვს სურვილი, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ანა დოლიძეს, უფლებამოსილება შეუწყვიტოს. 

„მიმაჩნია, რომ ანა დოლიძე, თავისი განცხადებებით, მუდმივად პრაქტიკულად ახდენს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაციას. ანუ, იმ ორგანოს დისკრედიტაციას, სადაც თავადვე მუშაობს. ნორმაა მითითებული, რომ კანონში, რომელიც ცალსახად ითვალისწინებს, რომ საჯარო მოხელემ თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ზიანს აყენებს მის რეპუტაციას. შესაბამისად, საჯარო დაწესებულების რეპუტაციასაც. აუცილებელი ხომ არ არის, გამოიწვიო, ხომ შეიძლება, არსებობდეს რაიმე მექანიზმი, სადაც დარეგულირებული იქნება დისციპლინური პასუხისმგებლობა საბჭოს არამოსამართლე წევრის,“ - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი, ამბობს, რომ, თუკი სერგო მეთოფიშვილის მხრიდან ინიცირებული იქნება სხდომაზე საკითხი ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, ისინი ამ თემაზე იმსჯელებენ.

„ინიცირებული თუ იქნება ბატონი სერგოს მხრიდან ეს საკითხი საბჭოს სხდომაზე, ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხს. ერთი რამ უნდა აღვნიშნოთ, რომ სასამართლო ხელისუფლება აბსოლუტურად პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს თავისი არსიდან გამომდინარე და შესაბამისად, მისი წარმომადგენლები, საბჭოს წევრების ჩათვლით, ასევე პოლიტიკურად ნეიტრალურები უნდა იყვნენ. ქალბატონი დოლიძე ამ სტანდარტს არ იცავს,“ - განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები