17 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმე - კომისიის შემუშავებული რეკომენდაციების პაკეტი უმრავლესობამ ჩააგდო

რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ დღეს იურიდიული კომიტეტზე წარადგინა, უმრავლესობამ ჩააგდო.

სამთვიანი გამოძიებისა და ათობით მოწმის დაკითხვის შედეგად, კომისიამ სამი მთავარი რეკომენდაცია შეიმუშავა. მათ შორის ერთ-ერთი პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, ოჯახის წევრის - მიხეილ კალანდიას, მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაა.

მაშინ, როცა პარლამენტი მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებაზე მსჯელობდა, კალანდია სასამართლოში ჩვენებას აძლევდა. ყველა მთავარ კითხვაზე პასუხის მისაღებად მოსამართლეს 20 წუთი დასჭირდა.

დღეს კალანდია ცრუ ჩვენების მიცემისათვის დაკავებული დ.ღ.-ს პროცესზე დაიკითხა. სხდომიდან გამოსვლის შემდეგ მას კომენტარი არ გაუკეთებია.

პროცესი დღეს პროტესტის ნიშნად დატოვა ბრალდებული არასრულწლოვნის დ.ღ-ს დედამ.

ნატო ნახუცრიშვილი საქმის მთავარი პროკურორის პასუხებმა გააღიზიანა. ოჯახი ფიქრობს, რომ დაკავებული არასრუწლოვანი პოლიტიკური პატიმარია.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დღეს სასამართლოში გამოჩნდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის პროკურორი.

ზვიად ფხაკაძე საქმეს ჩამოაცილეს, თუმცა, დღეს იგი სხდომაზე მოწმის სტატუსით დაიკითხა.

ფხაკაძე ერთ-ერთია, ვის დასჯასაც მოკლულის მამა, ზაზა სარალიძე, ითხოვს.

 

 

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები