ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს. უამრავი მორწმუნე შობის დღესასწაულს ბეთლემსა და ვატიკანში ტაძრებში შეხვდა.
ღამის ლიტურგიის შემდეგ რომის პაპი მორწმუნეების წინაშე შუადღისას უკვე ყოველწლიური საშობაო მიმართვით წარდგა. მან მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტები ახსენა და საერთაშორისო გაერთიანებას მათ მოგვარებისკენ მოუწოდა.
ბრიტანეთის სამეფო ოჯახი კი, ტრადიციულად, შობის დღესასწაულს სანდრინგრემის მამულში შეხვდა და დილით ლოცვებსაც დაესწრო. დღესასწაული ბრიტანელებს ელისაბედ მეორემ ტელემიმართვით მიულოცა.
დონალდ და მელანია ტრამპებმა კი ბავშვების სატელეფონო ზარებს პასუხობდნენ და სანტა კლაუსის ადგილსამყოფელს ატყობინებდნენ. თუმცა, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა 7 წლის ბიჭს შეკითხვა შეუბრუნა და სანტა კლაუსის არსებობაზე ეჭვებიც გაუჩინა.
გერმანიაში მოხალისე სანტებმა შობის დღეს ბერლინის გაყინულ ტბაში იცურავეს. წყლის ტემპერატურა -4 გრადუსი იყო. თუმცა, მოზეიმეებისთვის ამას ხელი არ შეუშლია.
ვისაც მზიან და თბილ ამინდში სურდა შობის დღესასწაულის აღნიშვნა, არჩევანი სიდნეიზე გააკეთა. ტრადიციულად, ბონდის პლაჟი უამრავი ტურისტით გაივსო.