თამარ ჟვანიას მიმართ არსებობდა ბევრი კითხვები-ასეთია „ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის შეფასება. მისი თქმით დაუშვებელია, რომ მეორე ვადით დაეკავებინა მას ცესკოს თავმჯდომარის პოსტი.
„ეს არჩევნები ჩატარდა ამხელა პრობლემებით და ბევრი კითხვა გაჩნდა მათშორის ცესკოსთან მიმართებაში და ამაზე პასუხი ის კი არ იყო რომ ყოფილიყო სერიოზული დისკუსია მათშორის პრეზიდენტის მხრიდან,“-განაცხადა სერგი კაპანაძემ.
მისი თქმით ცინიზმია მმართველი გუნდის მხრიდან ახლა რომ ლაპარაკობენ მოლაპარაკებებზე.
„იცით, ყველაზე საინტერესო რა არის და ყველაზე ცინიკური? მოდით, ახლა ვითანამშრომლოთო. ამას ითხოვს დღეს ოპოზიცია, რომ დავსხდეთ და ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ შევცვალოთ დღეს საარჩევნო სისტემა. პროპორციულზე გადავალთ თუ სხვანაირად შევცვლით ისე, რომ მოსახლეობის ნება იყოს ასახული,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ და აღნიშნა, რომ დღეს მოქმედი სისტემა მოსახლეობის ნებას არ ასახავს და ეს ქმნის კრიზისს.