წინასაარჩევნოდ მოსახლეობის ნაწილისთვის დარიგებული კართოფილი და ხახვი გადაცემა არჩევანში თინა ბოკუჩავასა და აკაკი ზოიძეს შორის შელაპარაკების საგანი გახდა.
ქართული ოცნების წევრმა ოპოზიციის წარმომადგენელი იმ ამომრჩევლის შეურაცხყოფაში დაადანაშაულა, რომელმაც ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცა.
"მილიონ ორასი ათას ადამიანს აყენებთ შეურაცხყოფას, რომ ხახვზე და კართოფილზე გაიყიდა,“ - მიმართა აკაკი ზოიძემ თინა ბიკუჩავას.
ენმ-ის წევრის განცხადებით კი სახელისუფლებო გუნდმა თავად შეურაცხყო ამ საქციელით ამომრჩეველი და შემდეგ შეეცადა, ეს ქმედება ოპოზიციისთვის დაებრალებინა.
„თქვენ არ აყენებთ შეურაცხყოფას, როცა ამბობთ, რომ დაარიგეთ, გადაუღეთ და ჩვენ დაგვაბრალეთო,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ, რაზეც აკაკი ზოიძემ უპასუხა, რომ სამარცხვინოა ოპოზიციისთვის, თუ მათი კანდიდატი 5 კგ კარტოფილზე მეტი არ ღირს.
„თუ თქვენი მიშა და გრიგოლი 5 კგ კარტოფილზე მეტი არ ღირს, მე თქვენს მაგივრად მაგას არ ვიტყოდი,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.
ევროპული საქართველოს წევრის, სერგი კაპანაძის, განცხადებით კი, ცინიზმია, როდესაც მმართველი გუნდი იმაზე საუბრობს, რომ ხალხი 5 კგ კარტოფილზე გაიყიდა. სერგი კაპანაძის თქმით, ხალხი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და გაჭირვებული ხალხი იძულებული გახდა, აეღო ქრთამი.