17 ნოემბერი 2024,   05:51
ვრცლად
"როცა ასეთ ქმედებებს ახორციელებ, უნდა ელოდო ადეკვატურ პასუხს" - მმართველი გუნდი პოლიტიკურ რეპრესიებზე ოპოზიციას პასუხობს

პოლიტიკური რეპრესიები ოპონენტების წინააღმდეგ - ოპოზიციის ამ შეფასებას მმართველი გუნდი არ იზიარებს.

ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ოპოზიცია საუბრობს მხოლოდ იმაზე, რომ ველისციხის ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულები არიან მხოლოდ მათი მხარდამჭერები. ანრი ოხანაშვილის თქმით, რეალურად კი სამართალდამცავებმა სხვადასხვა ინციდენტში მონაწილე სხვა პირებიც აიყვანეს, რომლებიც ოპოზიციის აქტივისტები არ არიან.

მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ოპოზიციას მისი პოზიციის თავისუფლად გამოხატვის უფლება აქვს, თუმცა, არა ამ ფორმებით. აკაკი ზოიძის თქმით, კონსტიტუციაში სამართალდამცავების შეურაცხყოფა არსად არ წერია.

„კონსტიტუციაში არსად არ წერია სამართალდამცავების შეურაცხყოფა, სხვისი ქონების განადგურება, ჩვენი კოლეგა ქალი დეპუტატების დატერორება, ფიზიკური შეურაცხყოფის, შიშის ქვეშ და ა.შ. როცა ასეთ ქმედებებს ახორციელებ, უნდა ელოდო ადეკვატურ პასუხს. გზა ანარქიისკენ აქეთ გადის,“ - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიციას ჰქონდა ინფორმაცია ალტერნატიული გზების არსებობის შესახებ, თუმცა, შეგნებულად არ გამოიყენა.

ენმ-ის წევრი, თინა ბოკუჩავა, კი აცხადებს, რომ ოპოზიცია ალტერნატიულ გზებზე არავის გაუფრთხილებიათ. რაც შეეხება დავით კირკიტაძის დაკავებას, ბოკუჩავას თქმით, ის  მხოლოდ იმ მოტივით დაიჭირა ბიძინა ივანიშვილმა, რომ მან რუსთავში არჩევნები მოუგო. 

რაც შეეხება ევროპული საქართველოს წევრს, სერგი კაპანაძეს, მისი თქმით, სიცრუეა, როდესაც მმართველი გუნდის წევრები ამბობენ, რომ ოპოზიცია გაფრთხილებული იყო ალტერნატიულ გზაზე. სერგი კაპანაძის თქმით, საპატრულო პოლიციის უფროსმა მოიტყუა, როცა თქვა, რომ გზების შესახებ ინფორმაცია შსს-ს ვებგვერდზე იდო, რადგან მსგავსი შინაარსის ინფორმაცია იქ არ განთავსებულა.

 

დღის ამბები