17 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
ესენი არ იტყვიან, რომ სახელმწიფოს შეცდომა მოუვიდა, - მალხაზ მაჩალიკაშვილი ზუსტად ერთი წლის წინ, პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე საუბრობს

პანკისში ჩატარებული სისხლიანი სპეცოპერაციიდან დღეს ერთი წელი შესრულდა - 2018 წლის 26 დეკემბერს საკუთარ სახლში შუბლის არეში სასიკვდილოდ დაჭრეს 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი - ის 2 კვირაში გარდაიცვალა. სიმართლის დასადგენად და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით მალხაზ მაჩალიკაშვილმა არაერთი აქცია გამართა, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

"ამ ხელისუფლებისგან არა ყოფილა, არც გამოძიება მიმდინარეობდა. ესენი უბრალოდ ხალხს ატყუებდნენ რომ გამოძიება მიდის. ყოველთვის ვამბობდი, რომ ესენი არ იტყვიან რომ ჩვენ შეცდომა მოგვივიდა, ან სახელმწიფოს შეცდომა მოუვიდა,"-აცხადებს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

მიმდინარე გამოძიების შედეგებს დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები და EMC ბრიფინგზე შეაჯამებენ - ისინი პარლამენტისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვენ.

"მიმდინარე გამოძიება აშკარად ფორმალურ ხასიათს ატარებს,"- აცხადებს "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.
 

დღის ამბები