17 ნოემბერი 2024,   05:30
ვრცლად
ზვიად გამსახურდიას შვილებს გენერალური პროკურორი შეხვდება

ზვიად გამსახურდიას შვილებს დღეს გენერალური პროკურორი ხვდება. შალვა თადუმაძესთან შეხვედრას კონსტანტინე და ცოტნე გამსახურდიებთან ერთად ადვოკატიც დაესწრება.

დღესვე ზვიად გამსახურდიას საქმის მასალების მოკვლევის შედეგებზე სპეციალურ პრესკონფერენციაზე ისაუბრებს სახალხო დამცველი. პარალელურად, პროკურატურასთან შიმშილობას აგრძელებს ცოტნე გამსახურდია - ის პირველი პრეზიდენტის მკვლელობის საქმის დროულ გამოძიებას და სპეციალური პროკურორის დანიშვნას ითხოვს.

კონსტანტინე გამსახურდია კი 11 დღიანი შიმშილობის შემდეგ გუშინ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დღის ამბები