რა ზიანი მიადგა გარემოს“RMG Gold“-ის ქმედებების შედეგად და რა დანაშაული მიუძღვის კომპანიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურებაში - ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად "ევროპული საქართველო" პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე მორიგი საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს.
სავარაუდოდ, საპარლამენტო უმცირესობის ინიციატივას უმრავლესობა მხარს არ დაუჭერს. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამ საკითხების განსახილველად უკვე არსებობს სპეციალური კომისია, რომელის ფარგლებშიც მომავალი წლის დასაწყისში პარლამენტში გარემოს დაცვის მინისტრის მისვლაც იგეგმება.