ფოთში " სილქნეტის" ოფისი გაქურდეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. დამნაშავეებმა შენობაში მინის კარის გატეხვით შეაღწიეს და მობილური ტელეფონები წაიღეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს. შშს-ს ინფორმაციით, პოლიციამ დანაშაულზე ორი არასრულწლოვანი დააკავა.