ახალი წლის დღეების მოახლოებასთან ერთად პიროტექნიკის გაყიდვა გაზრდილია. საგანგებო სიტუაციების სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს.
შესაძლო დაზიანებების თავიდან ასაცილებლად მშობლებს მოუწოდებენ პიროტექნიკის შეძენის დროს ყურადღება მიაქციონ გამოშვების ვადას და მაქსიმალურად მოარიდონ მცირეწლოვანებს.
„პიროტექნიკურ ნაწარმს უნდა ჰქონდეს ზედ ეწეროს ინსტრუქცია, გამოშვების წელი, შენახვის პირობები, დაყოვნების დრო 2 წამზე ნაკლები არ უნდა იყოს. ბავშვმა მაგალითად გაისროლა, ეს ვიცით კი ბატონო 2 წამია, მაგრამ გაგრძელდა 3 წამი, 4 წამი და ჰგონია ბავშვს, რომ რაღაც არ ფეთქდებაო. ამ დროს ხდება დათვალიერება, ხო? დათვალიერების შემთხვევაში ხდება უკვე გავარდნა, იქ თვალში მოხვდება. აქედან გამოდინარე ჯერ პირველ რიგში მშობელი უნდა იყოს ინფორმირებული და ეს ინფორმაცია უნდა მიიღოს პიროტექნიკურ ნაწარმზე განთავსებული წარწერით,“ - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, ირაკლი ჯანგებაშვილმა.