17 ნოემბერი 2024,   05:46
ვრცლად
თბილისის მოსახლეობისთვის ძალაში ბუნებრივი აირის ძველი ტარიფი დარჩა

ბუნებრივ აირზე ფასის მატებას საქართველო აზერბიჯანულმა კომპანიამ გადაარჩინა.

ლარის გაუფასურების გამო "ყაზტრანსგაზი" ფასის გაზრდას ითხოვდა, თუმცა მომწოდებელმა კომპანიამ, „სოკარმა“ შეამცირა ღირებულება, რის გამოც ბუნებრივ აირზე მოსახლეობისთვის ფასი აღარ გაიზრდება. გადაწყვეტილება სემეკმა ცოტა ხნის წინ მიიღო. რაც შეეხება რეგიონებში მცხოვრებ აბონენტებს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია საკითხზე ამ წუთებში მსჯელობს.

„ტარიფი შემცირდა მცირედით, მაგრამ მაინც შემცირდა. ძირითადი შემცირება მაინც გამოიწვია  განაწილების ტარიფის შემცირებამ. განაწილების ტარიფი შემცირდა დაახლოებით 1.3 თეთრით და ეს შემცირება გამოწვეული იყო ნორმატიული დანაკარგების ღირებულების შემცირებით, “- განაცხადა საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გოჩა შონიამ.

დღის ამბები