აქცია კომპანია "მეტრო+“-ის წინააღმდეგ - დასავლეთ საქართველოსკენ მოძრავი ავტობუსების და მიკროავტობუსების მძღოლები რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ.
მძღოლების მოითხოვენ, დასავლეთ საქართველოს მიმართულებით ავტობუსებისთვის მოძრაობა აღდგეს და კომპანია ”მეტრო+”-მა რკინიგზის სადგურიდან მგზავრების გადაყვანა შეაჩეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეები ფართომასშტაბიან აქციებს აანონსებენ.
" ჩვენ "ტრასნპორტნიკები" ცოტანი არა ვართ, ბევრნი ვართ და შევიკრიბებით მთელი საქართველოს მასშტაბით. თუ ყურადღება არ მოგვაქციეს, ეს საქმე კარგად არ დამთავრდება" - ამბობს ერთ -ერთი მძღოლი დათო ხეცურიანი.