17 ნოემბერი 2024,   05:25
ვრცლად
იურისტები მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ

იურისტები პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ. მაჩალიკაშვილების უფლებადამცველმა საგანგებო განცხადება ცოტა ხნის წინ გააკეთა.

"ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა, თამთა მიქელაძემ ყველა პოლიტიკურ ჯგუფს მიმართა.

„სწორედ იმის გამო, რომ მიმდინარე გამოძიებაში ვერანაირი შედეგი ვერ ვნახეთ, ჩვენ დღეს ვითხოვთ პოლიტიკური ელემენტის შემოტანას ამ საქმეში. ჩვენ მივმართავთ პარლამენტის ყველა პოლიტიკურ ჯგუფს, მათ შორის სახელისუფლებო პოლიტიკურ ჯგუფს, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს. ვითხოვთ საკონსულტაციო შეხვედრებს დროულად იმისთვის, რომ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებს, მათ ადვოკატებს, ასევე ადგილობრივი თემის ლიდერებს და აქტივისტებს, რომლებიც ამ საქმეს მხარს უჭერენ, მოთხოვნებს აყენებენ, შეგვხვდნენ, გავუზიარებთ ამ საქმეზე არსებულ კრიტიკას. ჩვენ მათ ვთხოვთ დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას,“- განაცხადა თამთა მიქელაძემ.

ამ წუთებში კი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დაიწყო. მდუმარე აქციაზე ერთი წლის წინ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები იკრიბებიან. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები