მარეგულირებელ კომისიაში ტარიფის განხილვა საპროტესტო აქციის ფონზე დაიწყო. კომისიის შენობასთან "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი და წევრები ე.წ. წითელი ჟილეტების აქციაზე შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეები, ბუნებრივი აირის შესაძლო ზრდას აპროტესტებდნენ. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ ტარიფის გაზრდა ხელისუფლებამ სწორედ პროტესტის გამო ვერ გაბედა.
„შეეშინდა ხელისუფლებას და გაძვირების მაგივრად დაწია გაზის გადასახადი. მცირედ, მაგრამ მაინც დაწია. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ ბევრი ვიყოთ, ჩვენ რომ დავიკავოთ რუსთაველი, ჩვენ რომ დავიკავოთ ქვეყნის მთავარი ქალაქებისა და მაგისტრალური კვანძების პერიმეტრები, სამ დღეში, ივანიშვილის რეჟიმი არ იქნება და წართმეული, გადაფორმებული, ყველაფერი დაგიბრუნდებათ თქვენ და თქვენს შვილებს. აი როგორც კანზე რომ მოგაჯდება პარაზიტი და მიიჭყლიტავ, აი ესე უნდა მივიჭყლიტოთ ისინი, ვისაც არ აქვს უფლება ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენს ქვეყანას მართავდეს,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.