საახალწლო ბაზრობა თბილისის მასშტაბით 16 ლოკაციაზე მოეწყობა. თბილისის მერიის ინფორმაციით, ბაზრობები ძირითადად მეტროსადგურებთან განთავსდება. გარევაჭრობასთან დაკავშირებით კი მერიის წარმომადგენელი ამბობს, რომ მუნიციპალური ინსპექცია სხვა ადგილებში გარევაჭრობას მკაცრად გააკონტროლებს.
„ხალხი, რომლებიც ამ ლოკაციებიდან მოშორებით იქნება ან თვითნებურად ან ქაოტურად განაწილდებიან, ამათზე რეაგირებას მოვახდენთ, მაგრამ რეაგირება, სამწუხაროდ, შეიძლება მოგვიწიოს კანონის შესაბამისად,“ - განაცხადა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ყუშიტაშვილმა.