სემეკის სხდომა, სადაც გაზის ტარიფის განსასაზღვრად შეხვედრა მიმდინარეობდა ხმაურის ფონზე წარიმართა. შენობის გარეთ და შიგნით ე.წ. წითელი ჟილეტების აქცია მიმდინარეობდა.
როგორც უფლებადამცველები ამბობენ, არ უნდა დაუშვან ბუნებრივი აირი გაძვირდეს კომპანიებისთვის, რადგან ისინი შემდეგ წარმოებულ პროდუქციას გააძვირებენ.
„ეს იქნება ძალიან დიდი დანაშაული და დარტყმა ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანებისთვის“-ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი.
ბუნებრივ აირზე ფასის მატებას საქართველო აზერბიჯანულმა კომპანიამ გადაარჩინა.
ლარის გაუფასურების გამო ყაზტრანსგაზი ფასის გაზრდას ითხოვდა, თუმცა მომწოდებელმა კომპანიამ, „სოკარმა“ შეამცირა ღირებულება, რის გამოც ბუნებრივ აირზე მოსახლეობისთვის ფასი აღარ გაიზრდება. გადაწყვეტილება სემეკმა ცოტა ხნის წინ მიიღო.