17 ნოემბერი 2024,   05:49
ვრცლად
გამსახურდიას საქმეს საგამოძიებო კომისია გამოიძიებს - კომისიას გენერალური პროკურორი უხელმძღვანელებს

პირველი პრეზიდენტის შვილების 13 დღიანი შიმშილობა დასრულებულია - გადაწყვეტილება ცოტნე გამსახურდიამ დღეს მთავარ პროკურორთან შეხვდრის შემდეგ მიიღო. მოლაპარაკებას არ დასწრებია კონსტანტინე გამსახურდია, რომელიც 11 დღიანი შიმშილობის შემდეგ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.

დაკმაყოფილებულია ოჯახის მოთხოვნა საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ. კომისიას გენერალური პროკურორი, შალვა თადუმაძე უხელმძღვანელებს. საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში იქნებიან ოჯახის ნდობით აღჭურვილი პირები და პროკურატურის მიერ შერჩეული გამომძიებლები.

კომისიის მუშაობის დეტალებზე მომდევნო შეხვედრა, იანვრის ბოლოს იგეგმება.

დღის ამბები