”მხოლოდ ქართული” წლის ყველაზე წარმატებულ პროექტად დასახელდა. "რუსთავი 2"-ის მეგაშოუ ერთადერთი პროექტია, რომელიც ქართულ მუსიკას აცოცხლებს და ახლებურად წარმოადგენს.
სატელევიზიო სივრცის ყველაზე რეიტინგულ პროექტს ჯილდო ქართული ბრენდი 2018-ის დაჯილდოებაზე გადაეცა. სულ წელს გამარჯვებულები 7 ნომინაციაში გამოვლინდნენ.