კობი-გუდაურის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
გზების დეპარტამენტი მიზეზად ინტენსიურ თოვას და ზვავსაშიშროებას ასახელებს.
გუშინ ამ ტერიტორიაზე მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის იყო გადაადგილება აკრძალული, თუმცა უამინდობის გამო შეზღუდვა ამჟამად ყველა ტრანსპორტს ეხება. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.