ახალი წლის ღამეს თბილისის მერიის დაკვეთით გამართულ კონცერტში 50-ზე მეტი მუსიკალური ჯგუფი და შემსრულებელი მიიღებს მონაწილეობას. ამისთვის ბიუჯეტიდან ნახევარ მილიონზე მეტია გათვალისწინებული. ცნობილია ასევე სია იმ შემსრულებლების, რომელიც 31 დეკემბრის თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრების წინაშე წარსდგებიან. მათი ნაწილი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაშიც მონაწილეობდა. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ კონცერტისთვის მერია არაადეკვატურად ბევრ თანხას ხარჯავს.
„80% ფაქტობრივად სალომე ზურაბიშვილის თავგადაკრული გულშემატკივარია და ამაში ბიუჯეტი, ანუ ჩვენ მოქალაქეები ვიხდით მილიონ შვიდასი ათასს. შესაძლებელია ამ თანხის ნახევრითაც გამართოს კონცერტი. თუ მაინც და მაინც უნდა კალაძეს და სალომეს, რომ იმღეროს ნინიმ, თიკამ და ირმამ, შეუძლიათ პარტიის ოფისებიდან დააფინანსონ ეს კონცერტი,“-განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ხაბეიშვილმა.