17 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
უკრაინის ავტოკეფალიის საკითხი - წმინდა სინოდი წლის ბოლო სხდომას მართავს

წმინდა სინოდი წლის ბოლო სხდომას მართავს. მღვდელმთავრები უკვე საპატრიარქოში იმყოფებიან. სხდომას, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უხელმძღვანელებს, ამ წუთებში იწყება.

დღევანდელი სხდომის მთავარი თემა, სავარაუდოდ, უკრაინის ავტოკეფალია და საქართველოს ეკლესიის პოზიციაა. სინოდმა სწორედ დღეს უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.

სინოდის წევრების პოზიცია ორად არის გაყოფილი, ნაწილი მხარს უჭერს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას, ნაწილი კი ამ საკითხს არ ეთანხმება.

მღვდელმთავრების თქმით, უკრაინა არის ღირსი, რომ მას დამოუკიდებელი ეკლესია ჰქონდეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა, დღეს არ დასახელდეს კონკრეტული პოზიცია და შეიქმნას, რომელიც უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხს შეისწავლის.

„მიმაჩნია, რომ პროცესები რაც განვითარდა, ნამდვილად უკრაინის სახელმწიფოებრიობისთვის და მართლმადიდებელი სამყაროსთვის ნამდვილად არის ისტორიული მოვლენა. გასახარია და ღვთის წყალობაა, რომ ამიერიდან უკრაინაში განხეთქილების არაღიარებული ეკლესია არ იქნება,“- განაცხადა მეუფე პეტრემ.

 

დღის ამბები