17 ნოემბერი 2024,   06:50
ვრცლად
უნდა იმხილოს უსამართლობა და ცინიზმი - მეუფე პეტრე ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრობს

წმინდა სინოდის წევრებმა დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის სასულიერო საქმიანობის შესაძლო შეჩერების საკითხზე უნდა იმსჯელოს. მეუფე პეტრე ცაავამ სხდომის დაწყების წინ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურისა და სასამართლოს გადაწყვეტილებებს ცინიზმი უწოდა. მეუფე პეტრე ცაავას თქმით, უსამართლობა უნდა გამოაშკარავდეს.

მისი შეფასებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულა.

„პირველი საკითხი მაინც ჩემთვის პირადად მიმაჩნია, უნდა იქნეს სამივე ინსტანციის შემდეგ ე.წ. ციანიდის საკითხი, უნდა იმხილოს უსამართლობა და ცინიზმი საქართველოს პროკურატურისა და სასამართლოსი, რომელმაც სამარცხვინო განაჩენი გამოიტანა. ამ საქმესთან დაკავშირებით მართლმსაჯულება არ აღსრულებულა, უნდა იმხილოს უპასუხისმგებლობა ყოფილი თუ მოქმედი პირველი პირების, რომლებმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანეს, როდესაც ციანიდის საქმეზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევით გააკეთეს განცხადებები და უნდა იმხილოს უსშჯულოება,  ბოროტება და დაიგმოს ზოგადად ციანიდის საქმესთან დაკავშირებით,"-აცხადებს მეუფე პეტრე.

 

 

დღის ამბები