მმართველი გუნდი იმ მიზეზებს განმარტავს, რის გამოც გუშინ პარლამენტმა უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების სია ჩააგო. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ კანდიდატებს შორის არის ლევან მურუსიძე, რომელმაც დღეს გასაუბრება უნდა გაიაროს იუსტიციის საბჭოში. დეპუტატები იმედს გამოთქვამენ, რომ საბჭო თავის შეკითხვებში მაქსიმალურად კრიტიკული იქნება. რაც შეეხება თავად კანდიდატების სრულ სიას, მმართველი გუნდი შერჩევის კრიტერიუმებს იწუნებს და აუცილებელ ცვლილებებზე საუბრობს.
„გაუმჭირვალობა მიქმნის დისკომფორტს. ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ღებულობს ამ შემთხვევაში დამოუკიდებელი ორგანიზაცია ეს იუსტიციის საბჭო უნდა იყო საზოგადოებისთვისაც ცნობილი, მანვე უნდა გაითვალისწინოს განწყობები და მანვე უნდა დაასაბუთოს თუ კი რაიმე გადაწყვეტილებას ღებულობს, რომელიც არის საკამათო. პირადად ჩემი განწყობების გამოხატვა, მე ვფიქრობ გარკვეულ წილად დააზიანებს ამ სასამართლოს ავტორიტეტსაც, ამ სტრუქტურისაც და სასამართლო სისტემის სტაბილურობასაც,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.