მამუკა ბახტაძემ დღეს სოფელ დიცში ვაშლის ჩიფსების საწარმო დაათვალიერა. პროექტი “სტარტაპ საქართველოს" ფაგლებში შეიქმნა, საწარმოში მიღებული პროდუქციის ექსპორტი მალე ჩინეთში განხორციელდება. ინოვაციური ტექნოლოგიით ვაშლის ჩიფსების შრობის საწარმო, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა დააფუძნეს. პრემიერ-მინისტრი საწარმოში მისვლამდე დიცის პოლიციის საგუშაგოზე იმყოფებოდა. მთავრობის მეთაურმა პოლიციელებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.