თურქეთში ლეკვი გაყინულ ტბაში ჩავარდა და ამოსვლას ვერ ახერხებდა. შემთხვევის ადგილზე პოლიციის სამაშველო ჯგუფები მივიდნენ. ერთ-ერთი პოლიციელი ტბაში აღჭურვილობის გარეშე შევიდა და გაყინული წყლიდან ლეკვი ამოიყვანა.
პირველადი სამედიცინო დახმარება ცხოველს ნაპირზევე ჩაუტარდა, შემდეგ კი ის ვეტერინარულ კლინიკაში მოათავსეს. კლინიკის ადმინისტრაციის განცხადებით, მკურნალობის კურსი წარმატებით მიმდინარეობს და ლეკვი თავს უკვე კარგად გრძნობს.