ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საგამოძიებო ჯგუფს გენერალური პროკურორი უხელმძღვანელებს. განცხადება გამსახურდიების ადვოკატმა, ამირან გიგუაშვილმა გააკეთა.
გიგუაშვილის თქმით, მას და პირველი პრეზიდენტის შვილს შალვა თადუმაძემ შესთავაზა, საგამოძიებო მოქმედებების გეგმა მოამზადონ, რომელიც მის უწყებასთან შეთანხმებით განხორციელდება.
გამსახურდიას ოჯახს გამოძიების პროცესში მათ ნდობით აღჭურვილი უფლებადამცველების და ექსპერტების ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ.
„ჩვენი ჩართულობით, გამომძიებლების, პროკურორების ჩართულობით შევეცადოთ, რომ უმოკლეს ვადებში ჩატარდეს კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები, ერთობლივი, კომპლექსური და საზოგადოებამ ძალიან მალე მიიღოს კონკრეტული პასუხი, ვინ მოკლა პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიამ. საზოგადოების ერთიანობამ, ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების პროტესტის უკიდურესმა ფორმამ, რომელიც სამი დღე გაგრძელდა, შეიძლება ითქვას, გადაარჩინა ეს საქმე დახურვას და მთლიანად, საქართველოს სახელმწიფო სირცხვილს,“ - განაცხადა ადვოკატმა.