საპარლამენტო უმცირესობა ლევან მურუსიძის შესაძლო უვადოდ გამწესების საკითხს ეხმაურება. ევროპულ საქართველოში ამბობენ, რომ არანაირი საფუძველი იმის რომ ლევან მურუსიძე რომელიც ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული და სკანდალური ფიგურაა სასამართლო ხელისუფლებაში, დარჩეს სისტემაში. სერგო რატიანის თქმით, უმთავრესია ამ პირობებში გატარდეს სასამართლოს რეფორმა.
„სასამართლოს რეფორმა არის ფუნდამენტური საკითხი. მას არ უნდა მართავდეს კლანები, რომლებიც წარსულშიც და ახლაც ასრულებენ პოლიტიკური დაკვეთას და გამოსავალი არის ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის გაძლიერებაში და ასევე უცხოელი მოსამართლეების ჩამოყვანაში. ეს არის რაც გადაარჩენს დღეს სისტემას, რომელიც გადაიქცა ერთი მხრივ სისტემის მსახურად, ბიძინა ივანიშვილის მსახურად და მეორეს მხრივ პოლიტიკური დაკვეთების ინსტიტუტად,“-განაცხადა სერგო რატიანმა.
ლევან მურუსიძე, სხვა კანდიდატებთან ერთად დღეს იუსტიციის საბჭოში გასაუბრებას გაივლის. კენჭისყრები კი ოდნავ მოგვიანებით ჩატარდება რის შემდეგაც გადაწყდება დაიკავებს თუ არა მოსამართლის თანამდებობას ლევან მურუსიძე უვადოდ.