17 ნოემბერი 2024,   06:25
ვრცლად
ციანიდთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა თავი შეიკავა ამ საკითხის განსახილველად - მეუფე პეტრე

„წმინდა სინოდის სხდომაზე ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ მოითხოვა, რომ დღის წესრიგში შეეტანათ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის განხილვა. სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრე ცაავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს პატრიარქმა აღნიშნული საკითხის განხილვაზე უარი განაცხადა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა ამ პოზიციას არასწორი და არაჯეროვანი უწოდა.

„სამწუხაროდ, ციანიდთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქმა თავი შეიკავა ამ საკითხის განსახილველად და ძალიან გულდასაწყვეტია. მიმაჩნია, რომ არასწორი და არაჯეროვანია მსგავსი პოზიცია,“- განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

წმინდა სინოდის სამსაათიანი სხდომა დასრულდა. მთავარი თემა უკრაინის ავტოკეფალია და საქართველოს ეკლესიის პოზიცია იყო. სინოდის წევრების პოზიცია ორად არის გაყოფილი. დღეს საბოლოო გადაწყვეტილება სინოდს არ მიუღია, საქართველოს ეკლესია მსოფლიო პატრიარქის განცხადებას ელოდება.

ამავე თემაზე
დღის ამბები