17 ნოემბერი 2024,   06:58
ვრცლად
"ახლა თქვენ, რომ მასწავლით ადამიანის უფლებებს, დაიქცა ეს ქვეყანა" - ბესელია კილაძის დაპირისპირება 

შელაპარაკება ეკა ბესელიასა და სოფო კილაძეს შორის - ადამიანის უფლებების კომიტეტს თავმჯდომარემ ეკა ბესელიას უსაყვედურა, რომ ის კოლეგებს საუბრის საშუალებას არ აძლევს.

„ახლა გავიგე რატომ გავიდა სალომე სამადაშვილი ამ კომიტეტიდან, რომ ამ კომიტეტის თავმჯდომარე არ აძლევს ხალხს ლაპარაკის უფლებას რიგის მიხედვით. ჩვენ მოგვწონს თუ არ მოგვწონს ადამიანის მოსაზრება, ადამიანის უფლებების კომიტეტში ასე არის თითოეულ ადამიანს ეძლევა აზრის გამოთქმის საშუალება,“-განაცხადა სოფო კილაძემ.

ეკა ბესელიამ კი სოფო კილაძეს ურჩია ნუ ასწავლის მას ადამიანის უფლებების დაცვას.

„კარგია ერთ პოზიციაზე, რომ ხართ თქვენ და სამადაშვილი მე ეს ძალიან  მახარებს. ახლა თქვენ, რომ მასწავლით ადამიანის უფლებებს, დაიქცა ეს ქვეყანა“-განაცხადა ეკა ბესელიამ

სოფო კილაძის განცხადებით, მისთვის გაუგებარია რატომ დაუკავშირეს ეკა ბესელიას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა მოსამართლეთა შერჩევის პროცესს. მისი თქმით, ეკა ბესელიას წასვლის შესახებ მედია გაცილებით ადრე ლაპარაკობდა.

„მოსამართლეების  თემას რაც შეეხება, ჩვენ არ გვიმსჯელია გუნდში და არანაირი გადაწყვეტილება ამაზე არ არის. არ ყოფილა არანაირი სხდომა და ეს საკითხები ჩვენ არ განგვიხილია. რატომ ხდება წარმოჩენა ისე თითქოს ჩვენ  რაღაც გადაწყვეტილება მივიღეთ და ამ გადაწყვეტილებას ვითომ ვაპარებთ საზოგადოებას. ეს არის აბსოლუტური ტყუილი. და კიდევ ერთი, ეკა ბესელიას თანამდებობიდან წასვლის თემაზე ჯერ კიდევ ჟურნალისტები მეკითხებოდნენ ორი -სამი თვის წინ და შეგიძლიათ დასერჩოთ Google-ში და ეგრევე ამოაგდებს სხვადასხვა სტატიებს. რატომ ხდება ამ საკითხის დაკავშირება მოსამართლეების თემასთან ეს გაუგებარია. ძალიან ნათელი არის ამ კონკრეტული თემების უკან რაც დგას,“-განაცხადა სოფო კილაძემ, რის შემდეგაც მან კომიტეტის სხდომა დატოვა.  

ეკა ბესელია კი კოლეგას იმ საკითხების გაჟღერებით დაემუქრა, რომელზეც ამ ეტაპამდე არ საუბრობდა.

„ე.ი. შევედით ისეთ საინტერესო ფაზაში, რომ მე მეორე ეტაპს ძალიან ნაადრევად დავიწყებ და რაღაცეების მოყოლას დავიწყებ ახლა. რაც ახლა ცხადდებოდა და რაც ახლა გამჟღავნდა ხომ არ არის დაკავშირებული ამ პროცესთან ამაზე დავიწყოთ ლაპარაკები. და ეს როგორც ჩანს ადრე იგეგმებოდა და რატომ იგეგმებოდა ადრე იქამდეც მივალთ და მერე ვიღაც არ აღმოჩნდეს კიდევ უხერხულ მდგომარეობაში,“-განაცხადა ეკა ბესელიამ. 

დღის ამბები