იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესი დაიწყო. ამ წუთებში საბჭოს წევრები ლევან მურუსიძეს უსმენენ.
მოსამართლე მურუსიძეს ვადა 4 იანვარს ეწურება. ის ამ დროისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იკავებს.
სასამართლოს მეორე ინსტანციაში მურუსიძე 2016 წლიდან არის დანიშნული. იმ შემთხვევაში, თუ მურუსიძე გასაუბრებას წარმატებით გაივლის, იუსტიციის უმაღლესი საბჭო მას უვადო მოსამართლედ განამწესებს.
ლევან მურუსიძე სანდრო გირგვლიანის საქმის განმხილველი მოსამართლეა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრება სულ ექვსმა მოსამართლემ უნდა გაიაროს.