"წელს უკვე დომინირებს ერთი კონკრეტული გამომწვევი H1N1, რომელსაც ახასიათებს შედარებით უფრო მძიმე მიმდინარეობა, ვიდრე სხვა გამომწვევებს"- ეს განცხადება, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. დავით სერგეენკომ ამ დროისთვის არსებულ ვითარებაზე და სტატისტიკაზე ისაუბრა.
მინისტრი ამბობს, რომ დღეს არსებული მონაცემებით ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
"წელს უკვე დომინირებს ერთი კონკრეტული გამომწვევი H1N1, რომელსაც ახასიათებს შედარებით უფრო მძიმე მიმდინარეობა, ვიდრე სხვა გამომწვევებს.100 000 მოსახლეზე ავადობის გაზომვა ხდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტით კვირაში ერთხელ, ანუ ორშაბათს გვექნება ჩვენ ახალი მონაცემები. ამ ორშაბათის იყო 221, თუმცა ხაზი მინდა გავუსვა, რომ 221 იქნება, 400, თუ 100 საკუთრივ დაავადების მიმდინარეობაში ეს არაფერს არ ცვლის. მაინც საყურადღებოა და მაინც მნიშვნელოვანია, როგორ უნდა მოუაროს ადამიანმა თავს" - აღნიშნა სერგეენკომ.