17 ნოემბერი 2024,   07:01
ვრცლად
5 წლის ბავშვის გაურკვეველი მომავალი - ჯიბღაშვილები შიშობენ, რომ სოციალური სამსახური ბავშვის ჩამორთმევას გეგმავს

სოფელ შაშიანში მოხუც ბებიას და ბაბუას, რომლებიც 5 წლის ნიკას ზრდიან, ბავშვის მინდობით აღზრდაში გადაყვანით ემუქრებიან. სოციალური მუშაკები ჯიბღაშვილების სახლში ყოველდღე მიდიან. სახელმწიფო წარმომადგენლების გამოჩენას ჯიბღაშვილი ყოველ დღე პროტესტით ხვდებიან და არ აპირებენ ბავშვი სოციალურ მუშაკების გაატანონ.

ჯიბღაშვილების ოჯახით სოციალური მუშაკები რამდენიმე თვის წინ, სოფლის ბაგა-ბაღის დარბევის შემდეგ დაინტერესდნენ. შენობაში არასრულწლოვნები შევიდნენ და ინვენტარი გაანადგურეს. დაამტვრიეს სკამები, მაგიდები და ჭურჭელი. ამ ფაქტთან დაკავშირებით, სამართალდამცველებმა 5 წლის ნიკაც გამოკითხეს. ოჯახის ამტკიცებს, რომ ბავშვი იმ დღეს ბაღის ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა შენობაში სხვა არასრულწლოვნებთან ერთად არ შესულა.

იმას, რომ ჯიბღაშვილებისთვის ბავშვის ჩამორთმევას გეგმავენ, ამ ეტაპზე არ ადასტურებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში. სოციალურად დაუცველი ოჯახის შემოწმება პოლიციიდან შესული შეტყობინების შემდეგ დაიწყეს. უწყებაში აცხადებენ, რომ ამ დროისთვის მხოლოდ ოჯახის სოციალური-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა მიმდინარეობს და ბავშვის გაყვანის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.

რამდენიმე თვის წინ მომხდარ ინციდენტში 5 წლის ბავშვის თანამონაწილეობაზე საუბრობს სოფელ შაშიანის ბაგა- ბაღის დირექტორიც. მისი ინფორმაციით, ბავშვი შესაბამისი მზრუნველობის ქვეშაა და ოჯახიდან გაყვანის აუცილებლობას ვერ ხედავს.

სოფელ შაშიანის საბავშვო ბაღის დარბევის ფაქტზე გამოძიება ისევ მიმდინარეობს.

ავტორი: ია გულიაშვილი 

დღის ამბები