17 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
"მის საქართველო 2018" ნინი გოგიჩაიშვილი გახდა

"მის საქართველო 2018" ნინი გოგიჩაიშვილი გახდა. წლის ყველაზე ლამაზი გოგონას ტიტულის მფლობელმა კიდევ უფრო მასშტაბური კონკურსისთვის - მის მსოფლიოსთვის მზადება უკვე დაიწყო.

„მის საქართველოს“ კონკურსზე პირველობისთვის ნინი გოგიჩაიშვილთან ერთად, კიდევ 19 გოგონა იბრძოდა.

გოგონები „მის საქართველო 2018-ის“ დაჯილდოების ცერემონიალისთვის 2 თვის განმავლობაში ემზადებოდნენ.

ოცივე მონაწილე ჟიურის წინაშე სხვადასხვა კოსტიუმით წარდგა. ტოპ-ათეულთან ერთად, დასახელდნენ სხვადასხვა ნომინაციის გამარჯვებულები. ორი საუკეთესო კონკურსანტი მის საქართველო და პირველი "მის საქართველო" ჟიურიმ ხმათა უმრავლესობით გამოავლინა.

„მის საქართველო 2018-ის“ ფინალური შოუ „რუსთავი 2-ის“ საახალწლო ეთერში გავა.

 

დღის ამბები