17 ნოემბერი 2024,   05:59
ვრცლად
ია კერზაიას საქმე - დეპუტატები განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებისგან ახსნა-განმარტებებს მოისმენენ

ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორზე განხორციელებული შესაძლო პოლიტიკური ზეწოლა - პარლამენტის განათლების კომიტეტის წევრები განათლების სამინისტროს ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებისგან ახსნა-განმარტებებს მოისმენენ.

„საერთო სურათი მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო დეტალურად შევაფასოთ ზუგდიდს მე-6 სკოლის ინსპექტირების კონკრეტული პროცესი,“-აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში.

სხდომა რამდენიმე დღის წინ უნდა გამართულიყო, თუმცა გადაიდო რადგან სამინისტრომ მასალების მოძიებისთვის დამატებითი ვადა ითხოვა.

ოპოზიცია კი აცხადებს, რომ უწყებას საკმარისი დრო ჰქონდა საქმის სრულფასოვანი შესწავლისთვის.

„ჩვენი აზრით, უმაღლესი თანამდებობის პირები, მათ შორის განათლების მინისტრი, ისევე როგორც შს მინისტრი გარეული იყვნენ იმ უკანონო დავალებების გაცემაში, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიიყვანა ია კერზაია. მხოლოდ იმ ადამიანების დასჯით, ვინც შეასრულეს ეს უკანონო დავალებები რა თქმა უნდა არ უნდა შემოიფარგლოს,“-განაცხადა ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ.

განათლების სამინისტროს არასწორ ქმედებებზე საუბრობენ „ევროპულ საქართველოშიც“. სერგო რატიანის თქმით, პირველ რიგში უწყებას აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი უნდა გადაეყენებინა.

„აუდიტის სამსახურის უფროსი აქამდე უნდა ყოფილიყო გათავისუფლებული, პირველ რიგში იმასთან დაკავშირებით, რაც მოხდა ზუგდიდის საჯარო სკოლაში. 8 ნოემბერსვე დაიწერა მინისტრის ბრძანება და გამოიგზავნა ინსპექტირების ჯგუფი ზუგდიდში, იმ ფონზე, როდესაც ხორავას ტრაგედია ფაქტობრივად გამოძიება არც კი დაწყებულა,“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები