იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა, ეჩვენებინა საკუთარი ძალა - ასე აფასებს სამოქალაქო სექტორი ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნას.
არასამთავრობო ორგანიზაციებში ფიქრობენ, რომ ამ გადაწყვეტილებით უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს უპასუხა, რომელმაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიის განხილვა გადადო.
მათივე თქმით, მურუსიძის უვადოდ დანიშვნა მიხეილ ჩინჩალაძის კლანს კიდევ უფრო აძლიერებს.
„ლევან მურუსიძის დანიშვნა არის პასუხი უზენაესი სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე, მას შემდეგ რაც პარლამენტმა მიიღო ამ საკითხის გადავადების გადაწყვეტილება საგანგებო რეჟიმში საბჭომ დანიშნა ის უვადოდ.
რა თქმა უნდა, ეს მათი მხრიდან ძალის დემონსტრირება ძალის დემონსტრირება მათ სჭირდებათ იმ ერთიანობის საჩვენებლად და შესანარჩუნებლად რომეოც9 არის სასამართლოში და ჩვენ ამაზე დიდი ხანია ამაზე ვსაუბრობთ, რომ სასამართლოში არის კლანი, რომელიც ახერხებს ამ პროცესების მართვას“-ამბობს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მართლმსაჯულების და დემოკრატიის პროგრამის დირექტორი სოფო ვერძეული.