17 ნოემბერი 2024,   05:52
ვრცლად
სამგორის ყოფილი გამგებლის მამუკა ჩოქურის ავტომობილი დაწვეს

გამთენიისას სამგორის ყოფილი გამგებლის, მამუკა ჩოქურის მანქანა დაიწვა. შემთხვევა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კვერნაძის ქუჩაზე, ყოფილი გამგებლის საცხოვრებელ სახლთან მოხდა.

ტოიოტას მარკის ავტომობილი სრულად დაიწვა, მიზეზი უცნობია. მამუკა ჩოქურის განცხადებით, ის უკვე გამოკითხეს ექსპერტ კრიმინალისტებმა და დაწყებულია გამოძიება.

„ნამდვილად ვერ გეტყვით მიზეზს დილით დაიწვა ექვსის ნახევარზე. არ ვიცი იყვნენ ექსპერტ კრიმინალისტები და დაადგენენ,“-ამბობს ჩოქური.

დღის ამბები