დღეს გახდება ცნობილი სასჯელის რა ზომას გამოიყენებს სასამართლო მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის იგივე ბახალას მიმართ.
რამდენიმე საათში დასკვნითი სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც მოსამართლე განაჩენს გამოაცხადებს. დაცვის მხარე ელოდება რომ განაჩენი გამამართლებელი იქნება. მსახიობ გიორგი გიორგანაშვილს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისთვის წარუდგინეს. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს.