17 ნოემბერი 2024,   05:54
ვრცლად
რაფალიანცის საქმის მთავარ მოწმეს, ნოტარიუსი პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად საჭირო დოკუმენტების დამოწმებაზე უარს ეუბნება - ადვოკატი 

ბარბარე რაფალიანცის საქმის მთავარი მოწმე, რივერა ბენდელიანი, რომელმაც პროკურატურის მაღალჩინოსნები ამ საქმის სავარაუდო გაყალბებაში ამხილა, იტალიაში პოლიტიკურ თავშესაფარს ეძებს.

ამისათვის საჭირო დოკუმენტაციის ნოტარიულად დამოწმებაა საჭირო, რაზეც მისი ადვოკატის თქმით, ნოტარიუსი უარს ეუბნება. 

ადვოკატი ფიქრობს, რომ მას ხელისუფლების მხრიდან ანგარიშსწორების ეშინიათ, ვინაიდან რივერა ბენდელიანი მთავარი მოწმეა და შესაძლოა, აღნიშნული დოკუმენტაციის დამოწმებამ ბარბარე რაფალიანცის საქმე თავდაყირა დააყენოს.

უფლებადამცველის თქმით, ბენდელიანი საგამოძიებო უწყებებს საქმის გაყალბებაში ამხელს, დოკუმენტები კი გაყალბების ფაქტებს ადასტურებს. 

„იტალიის ხელისუფლება იხილავს ბენდელიანისათვის პოლიტიკური თავშესაფრის მინიჭების საკითხს. ჩვენ გარკვეული დოკუმენტაციის გაგზავნა დაგვჭირდა, რომელიც უნდა დაემოწმებინა ნოტარიუსს ქალბატონ ნინო მასხულიას, რომელმაც უარი განგვიცხადა თარგმანის​ დამოწმებაზე ​ იმ მოტივით, რომ ემსახურება სახელმწიფოს. მას ეშინია მის მიმართ ანგარიშსწორების,"-აცხადებს ადვოკატი. 

დღის ამბები