17 ნოემბერი 2024,   05:36
ვრცლად
ამომრჩევლის მოსყიდვა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება - "საერთაშორისო გამჭვირვალობა" დარღვევების დროულ გამოძიებას ითხოვს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საგამოძიებო უწყებებს, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში გამოვლენილი დარღვევების დროულად გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

არასამთავრობო ორგანიზაცია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასების საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშში მოსყიდვის ფაქტებსა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზეა საუბარი. 

ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეფასებით, პირველ ტურთან შედარებით, მეორე ტურში გამოვლენილი პრობლემების რიცხვიც და სიმძიმეც გაცილებით დიდია.

„ამომრჩევლის მოსყიდვისა და სავარაუდო გაყალბების შემთხვევები - მთავარი რეკომენდაცია სწორედ ის არის რომ მატ ჯეროვნად შეასრულონ ფუნქციები და არ გააცინონ კითხვები მიკერძოებასთან დაკავშირებით,“-ამბობს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი.

დღის ამბები