17 ნოემბერი 2024,   05:38
ვრცლად
"მნიშვნელოვანია ამ ჯგუფების უკონტროლო ძალაუფლების შეზღუდვა“ - არასამთავრობო სექტორი ლევან მურუსიძის უვადო გამწესებაზე საუბრობს 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კიდევ ერთი სკანდალური გადაწყვეტილება კრიტიკის მიზეზი გახდა არასამთავრობო სექტორში. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ დანიშვნას კლანური მმართველობის გაძლიერებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებენ. 

ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი გიორგი გვილავა ფიქრობს, რომ პარლამენტმა საფუძვლიანი ცვლილებები უნდა განახორციელოს, რათა შეიზღუდოს გარკვეული ჯგუფების უკონტროლო ძალაუფლება.

„ზოგადად ამ ჯგუფს ბევრი პრობლემა ახასიათებს, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მათი მოძლიერება ნაწილობრივ ხელისუფლების ბრალიც არის, იმიტომ რომ მათ კავშირები აქვთ ხელისუფლების ნაწილთან და ამ კავშირებმა პარლამენტში ვერ ,გაამართლა იმიტომ რომ გამოჩნდა მეორე ჯგუფი, რომელიც დაუპირისპირდა ამ პროცესს. ისინი ამ კავშირებს მომავალშიც გამოიყენებენ, ახლა მთავარია პარლამენტმა გააცნობიეროს, რომ მნიშვნელოვანია სერიოზული და საფუძვლიანი ცვლილებები და მნიშვნელოვანია ამ ჯგუფების უკონტროლო ძალაუფლების შეზღუდვა,“-ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი გიორგი გვილავა.

ლევან მურუსიძე სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესდა. გადაწყვეტილება იუსტიციის საბჭოს სხდომაზე მიიღეს. მურუსიძეს მხარი საბჭოს 11-მა წევრმა დაუჭირა. 

​მურუსიძეს მოსამართლეობის ვადა 4 იანვარს ეწურებოდა. ის თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე იყო და ამ თანამდებობას სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იკავებდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები