ესპანეთი მიგრანტების ახალ ნაკადს იღებს. ალხესირის პორტში საქველმოქმედო ორგანიზაციის გემი შევიდა, რომლის ბორტზეც 806 დევნილი იმყოფება. ისინი მაშველებმა ხმელთაშუაზღვაში 21 დეკემბერს გადაარჩინეს.
პორტში მიგრანტებს წითელი ჯვრის წარმომადგენლები სამედიცინო შემოწმებას ჩაუტარებენ, შემდეგ კი საემიგრაციო პროცედურა დაიწყება. პოლიციის მიერი დევნილების ვინაობის დადგენის შემდეგ ხელისუფლება ესპანეთში მათი დარჩენის საკითხზე ეტაპობრივ განხილვას შეუდგება.
დევნილების გემი რამდენიმე ევროპულმა ქვეყანამ არ მიიღო. მათ შორის მალტამ და იტალიამ. თუმცა ერთ-ერთი ლტოლვილი მალტაში მაინც მოხდა. ის ახალშობილთან ერთად სამკურნალოდ ვერტმფრენით გადაიყვანეს.