ავსტრალიაში გაუსაძლისი სიცხეებია. ჰაერის ტემპერატურა პლიუს 49 გრადუსს აჭარბებს. ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს დროის უმეტესი ნაწილი შადრევნებთან, ყინულის მოედნებსა და სანაპიროებზე გაატარონ.
სინოპტიკოსების ცნობით სიდნეის გარდა სიცხეები მელბურნსა და ადელაიდში გავრცელდება, სადაც ჰაერის ტემპერატურა ჩვეულებრივთან შედარებით 16 გრადუსით მაღალი იქნება.