აეროპორტის დასახლებაში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი ცოლ-ქმარი იპოვეს.
სავარაუდოდ, ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალნენ.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.