17 ნოემბერი 2024,   03:32
ვრცლად
დამწვრობის ცენტრში პიროტექნიკით დაშავებული 30 ადამიანი მიიყვანეს

პიროტექნიკით დაშავებულთა რაოდენობა, ახალი წლის დღეების მოახლოებასთან ერთად, რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს. დამწვრობის ცენტრში უკვე 30 დაშავებული მიიყვანეს, მათ შორის უმეტესობა ბავშვია. 

დამწვრობის ცენტრის დირექტორის თქმით, პაციენტები ამბოლატორიულ მკურნალობას დაექვემდებარნენ. 

გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას აფრთხილებს, რომ პიროტექნიკის გამოყენებისას უსაფრთხოების მინიმალური წესები მაინც დაიცვან.

„ჩვენთან კლინიკაში წინასაახალწლო პერიოდში შემოვიდა 30 პაციენტი. საბედნიეროდ, 30-ვე შემთხვევა იყო მსუბუქი. ყველა მათგანი დაექვემდებარა ამბოლატორიულ მკურნალობას. მათ დიდი უმეტესობა ბავშვი იყო. რთული პერიოდი წინ არის, ახალი წლის და ახალი წლის შემდგომი პერიოდი. კიდევ ერთხელ მინდა, მოსახლეობა გავაფრთხილო, რომ მინიმალური უსაფრთხოების წესები მაინც დაიცვან,“ - განაცხადა დამწვრობის ცენტრის დირექტორმა, გუგა ქაშიბაძემ. 

დღის ამბები