17 ნოემბერი 2024,   07:04
ვრცლად
აფეთქება 71-ე ბაგა-ბაღში - მომხდარს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს 

71-ე ბაგა-ბაღში მომხდარ აფეთქებას შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს  - ამის შესახებ განცხადება თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორმა, კახა გვანცელაძემ 71-ე ბაგა-ბაღში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გააკეთა. 

პოლიციამ უნდა დაადგინოს, როგორო მოხვდა პიროტექნიკა საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, ვინ შეიტანა ის საახალწლო ზეიმზე და რატომ არ ჰქონდა სათანადო რეაგირება ბაღის ადმინისტრაციას.

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი, კახა გვანცელაძე ამბობს, რომ მომხდარი ფაქტით, ბაღებში გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომები დაირღვა. გვანცელაძე ასევე ამბობს, რომ ბაგა-ბაღის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგება.

„მნიშვნელოვანია ის, რომ უსაფრთხოების ზომები და ნორმები დაირღვა, რომელიც განსზღვრულია ჩვენ ბაღებში და მნიშვნელოვანია ასევე ის, რომ ადმინისტრაცია, რომელიც მართავს ბაღს, სამწუხაროდ, აღმოჩნდა ამ შემთხვევაში უუნარო. ჩვენ მყისიერად მოვახდინეთ რეაგირება, როგორც კი მივიღეთ ინფორმაცია და მივმართეთ ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მოკვლევა და შესაბამისად, მოვახდენთ რეაგირებას. დადგება, აუცილებლად, ბაგა-ბაღის ადმინისტრაციის პასუხისმგებლობის საკითხი,“ - განაცხადა კახა გვანცელაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საახალწლო ზეიმის დროს, ბაღში მოულოდნელად აფეთქდა პიროტექნიკა, რამაც ბავშვებსა და მშობლებში პანიკა გამოიწვია, მსუბუქად დაშავდა ბაღის ერთი აღსაზრდელი.

 

დღის ამბები